სულ მალე გალიდერდებიან - რობერტსონი და არნოლდი პრემიერ ლიგის საუკეთესო მცველ ასისტენტთა ოთხეულში შევიდნენ
„ლივერპულის“ განაპირა მცველებმა ენდრიუ რობერტსონმა და ტრენტ ალექსანდრ-არნოლდმა „ბრენტფორდთან“ მატჩში თითო ასისტი მიითვალეს.
პრემიერ ლიგის 22-ე ტურის მატჩში „ლივერპულმა“ მეტოქე 3:0 გაანადგურა.
27 წლის შოტლანდიელი და 23 წლის ინგლისელი მცველებს შორის პრემიერ ლიგის საუკეთესო ასისტენტების ოთხეულში შედიან.
ალექსანდრ-არნოლდისთვის ეს 148-ე მატჩში 43-ე საგოლე გადაცემა იყო და ის მეოთხე ადგილს იკავებს, მასზე წინ „ჩელსის“ ექს-მცველი გრემა ლე სოა 327 მატჩში 44 საგოლე პასით.
მეორე ადგილზე ენდრიუ რობერტსონია, რომელსაც 204 მატჩში 45 საგოლე გადაცემა აქვს, ამ მაჩვენებლით ლიდერი კი ლეიტონ ბეინსია, რომელმაც 420 ჩატარებულ შეხვედრაში 53 საგოლე გადაცემა მიითვალა.