ავტორიზაცია

"ფეხბურთს ვთამაშობ, პოლიტიკაში ვერ ვერკვევი" - კვარაცხელია საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე

"ფეხბურთს ვთამაშობ, პოლიტიკაში ვერ ვერკვევი" - კვარაცხელია საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე
თარიღი 17 Jan 2022, 00:10

ყაზანის რუბინის ქართველი ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას განცხადებით, რუსეთში ყოფნის პერიოდში ეროვნების გამო დისკომფორტი არ უგრძვნია.

ამის შესახებ 20 წლის ნახევარმცველმა იმედის გადაცემაში "ნოესთან" ისაუბრა.

"რუსეთში ყოფნის პერიოდში საერთოდ არ მიგრძვნია, რომ მე ქართველი ვარ, ის რუსია და ამიტომ რამე უხერხულობა შექმნილიყოს. პირიქით, იქ ყველამ კარგად მიმიღო.

ჩვენი, ფეხბურთელების საქმე არ არის პოლიტიკა. ჩვენი საქმე გვაბარია და ამას ვაკეთებთ. როგორც ქართველს, რა თქმა უნდა, მაწუხებს ამჟამინდელი პოლიტიკური მდგომარეობა. მე ვთამაშობ ფეხბურთს: სპორტი და პოლიტიკა განსხვავდება. არიან ადამიანები, ვინც ყველაფერს აკეთებს, რომ სიტუაცია დალაგდეს. ფეხბურთს ვთამაშობ, პოლიტიკაში ვერ ვერკვევი," - განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.

ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის ჩემპიონატში 2019 წლიდან თამაშობს. ჯერ მოსკოვის ლოკომოტივში ირიცხებოდა, ხოლო ახლა ყაზანის რუბინში.