ავტორიზაცია

ისტორიული გამარჯვება მარსელოსთვის! ბრაზილიელი რეალის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი გახდა

ისტორიული გამარჯვება მარსელოსთვის! ბრაზილიელი რეალის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი გახდა
თარიღი 17 იან 2022, 00:47

ესპანეთის სუპერთასის მოგება მადრიდის „რეალის“ კაპიტნის, მარსელოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა.

საქმე ისაა, რომ ბრაზილიელმა ამ ტიტულის მოგებით „რეალის“ ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელის სტატუსი მოიპოვა - ამიერიდან, მის ანგარიშზე 23 თასია, რითაც ის ლეგენდარულ ხენტოს გაუტოლდა და სერხიო რამოსი (22) უკან ჩამოიტოვა.

ცნობილია, რომ მარსელო „რეალში“ უკანასკნელ სეზონს ატარებს და ამ სეზონში მას საშუალება ექნება ხენტოს გადაასწროს კიდეც - თანაც იმის გათვალისწინებით, რომ მადრიდული კლუბი ლა ლიგაში დამაჯერებლად ლიდერობს.

„რეალში“ ყოფნისას მარსელომ შემდეგი ტიტულები დაიპყრო.

ლა ლიგა - 5
ესპანეთის სუპერთასი - 5
ჩემპიონთა ლიგა - 4
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი - 4
უეფას სუპერთასი - 3
კოპა დელ რეი - 2