ავტორიზაცია

"ჭიკაძე ძალიან კარგი მებრძოლია, მან ყველაფერი სწორად გააკეთა", - კატარმა გიგა შეაქო

"ჭიკაძე ძალიან კარგი მებრძოლია, მან ყველაფერი სწორად გააკეთა", - კატარმა გიგა შეაქო
თარიღი 17 იან 2022, 10:53

UFC-ის მებრძოლმა, კელვინ კატარმა გიგა ჭიკაძესთან ბრძოლა შეაფასა. შეგახსენებთ, რომ ქართველი მებრძოლი ამერიკელ მოწინააღმდეგესთან მსაჯთა გადაწყვეტილებით დამარცხდა.

"ჭიკაძე მტკიცე და ძალიან კარგი მებრძოლია. ის UFC-ში რეკორდული 7-0-ით მიდიოდა, ყველაფერი სწორად გააკეთა. ვიცოდი რისი უნარიც მქონდა და რისი გაკეთებაც შემეძლო.

შესაძლოა დღეს სხვებმა ჩემს შესახებ რაიმე ახალიც კი შეიტყეს. ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი და გასაუმჯობესებელი. მინდა ვთქვა, რომ ორივე გამარჯვებულები ვართ.

მე უბრალოდ თამაშში დასაბრუნებლად კიდევ ერთი შანსის მიღება მჭირდებოდა", - განაცხადა "ბოსტონელმა ფინიშერმა" "ნინძასთან" ხუთრაუნდიანი ბრძოლის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ ჭიკაძისთვის აღნიშნული მარცხი გამოდგა პირველი UFC-ში. ქართველი მებრძოლი ამჟამად იმყოფება ლას-ვეგასის ერთ-ერთ საავადმყოფოში არაერთი ტრავმით.