ავტორიზაცია

"რეალთან ახალი კონტრაქტის შესათანხმებლად ორ წუთზე მეტი დრო არ დამჭირდება", - მოდრიჩი

"რეალთან ახალი კონტრაქტის შესათანხმებლად ორ წუთზე მეტი დრო არ დამჭირდება", - მოდრიჩი
თარიღი 17 იან 2022, 11:08

"რეალის" ნახევარმცველმა, ლუკა მოდრიჩმა "ატლეტიკთან" ესპანეთის სუპერთასის ფინალში გამარჯვების (2:0) შემდეგ, მადრიდულ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ შეკითხვას უპასუხა.

"კლუბთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა. დარწმუნებული ვარ, შევთანხმდებით. ორ წუთზე მეტი არასდროს დამჭირვებია ახალ კონტრაქტზე შესათანხმებლად.

დარწმუნებული ვარ, შეთანხმება მიღწეული იქნება. ჩემი სურვილი ცნობილია. ვფიქრობ, რეალსაც ეს სურს", - განაცხადა მოდრიჩმა კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ.

36 წლის ნახევარმცველს მოქმედი კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მხარეები უკვე შეთანხმდნენ 2023 წლამდე შეთანხმებაზე ხელფასების 10%-ით შემცირებით.მიმდინარე სეზონში ხორვატმა მადრიდის "რეალში" ყველა ტურნირზე 22 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.