ავტორიზაცია

"ჭიკაძეს გამოსაჯანმრთელებლად დიდი დრო დასჭირდება", - MmaJunkie გიგაზე წერს

"ჭიკაძეს გამოსაჯანმრთელებლად დიდი დრო დასჭირდება", - MmaJunkie გიგაზე წერს
თარიღი 17 იან 2022, 11:47

შერეული ორთაბრძოლების სამყაროში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა და ავტორიტეტულმა ვებგვერდმა, MmaJunkie-მ გიგა ჭიკაძეს სტატია მიუძღვნა. შეგახსენებთ, ქართველი კელვინ კატართან დამარცხდა.

"კატართან დაპირისპირება ჭიკაძისთვის ურთულესი ბრძოლა იყო. საწყის წუთებში მას ჰქონდა რამდენიმე მომენტი და ხუთი რაუნდის განმავლობაში მან საოცარი ხასიათი და გამძლეობა გამოიჩინა.

სამწუხაროდ, არ ყოფილა შემთხვევა, როცა ვიფიქრებდით, რომ გამარჯვების მოპოვება შეეძლო. მისმა მოწინააღმდეგემ შესანიშნავად იასპარეზა, თავად გიგამ კი კარგი გაკვეთილი მიიღო.

მარცხის მიუხედავად, ის ამ წონით დივიზიონში ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მებრძოლია და მისი მონაწილეობით ძალიან საინტერესო ჩხუბების ჩანიშვნა არის შესაძლებელი.

ქართველ მებრძოლს გამოსაჯანმრთელებლად დიდი დრო დასჭირდება და როცა 100%-ით მზად იქნება, მისი და როდრიგესის დაპირისპირებას სიამოვნებით ვიხილავდით", - წერს ამერიკული ვებგვერდი.

"ჭიკაძე ძალიან კარგი მებრძოლია, მან ყველაფერი სწორად გააკეთა", - კატარმა გიგა შეაქო