ავტორიზაცია

"რეალში ახალი ეპოქა უკვე დაიწყო", - პერესი

"რეალში ახალი ეპოქა უკვე დაიწყო", - პერესი
თარიღი 17 იან 2022, 11:54

მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა ესპანეთის სუპერთასის ფინალში ბილბაოს "ატლეტიკთან" (2-0) მოგების შემდეგ თავისი აზრები გააზიარა.

"ტიპიური ფინალური მატჩი, ორივე გუნდს სურდა გამარჯვება. ვულოცავ ატლეტიკს, რომელმაც კარგი თამაში ჩაატარა. ეს ტიტული ბევრს ნიშნავს. რაღაც ცვლილებები შევიტანეთ.

დადგა ახალი ეპოქა, გვყავს ახალი მწვრთნელი. შევცვალეთ დაცვა და ეს ძალიან კარგ შედეგს იძლევა. ბედნიერი და ოპტიმისტურად ვარ განწყობილი იმ მიმართულებით, რომლითაც ჩვენ მივდივართ.

მარსელო შესანიშნავია, ლეგენდაა. ცხადია, ჩვენ ვაღიარებთ მის დამსახურებას. მიხარია, რომ მის გამოჩენას ოვაციები მოჰყვა. პატარაობიდანვე ისწავლა ყველაფრის მოგება.

მადრიდის რეალის შემადგენლობაში ჩემს 60 წლის იუბილეს აღვნიშნავ. ვმუშაობ სანტიაგო ბერნაბეუს მიერ დადგენილი პრინციპებით. მადრიდის რეალი გლობალური ბრენდია.

მსოფლიოს ყველა კუთხეში არიან ჩვენი ქომაგები. ამ კლუბს ყველაზე მეტი გულშემატკივარი ჰყავს", - განაცხადა პერესმა ესპანეთის სუპერთასის მოპოვების შემდეგ.