ავტორიზაცია

მანჩესტერსა და ბრუნოს შორის მოლაპარაკება შეჩერდა - რას ითხოვს პორტუგალიელი იუნაიტედისგან?

მანჩესტერსა და ბრუნოს შორის მოლაპარაკება შეჩერდა - რას ითხოვს პორტუგალიელი იუნაიტედისგან?
თარიღი 17 Jan 2022, 13:02

ნახევარმცველმა ბრუნო ფერნანდეშმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები შეაჩერა. ნახევარმცველის გასულ სეზონში გამორჩეული თამაშის შემდეგ, კლუბმა მას ახალი კონტრაქტი შესთავაზა.

2020 წლის ნოემბერში კლუბში ჩათვალეს, რომ პორტუგალიელი ხელფასის გაზრდას იმსახურებდა. The Athletic-ის ცნობით, მოთამაშემ და მისმა წარმომადგენლებმა უარყვეს ეს შეთავაზება და მოლაპარაკებები დროებით შეჩერდა.

წყაროები ამბობენ, რომ კომუნიკაცია ამ საკითხზე სავარაუდოდ განახლდება მაისში, როდესაც ბრუნოს და "მანჩესტერ იუნაიტედს" უკეთესი წარმოდგენა ექნებათ, სად იქნება კლუბი 2022/23 სეზონში.

ახლა ფერნანდეში კვირაში დაახლოებით 100 ათას ფუნტს გამოიმუშავებს. "სპორტინგში" კვირაში 50 ათას ფუნტს იღებდა. ბრუნოს სურს იყოს გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეების თანაბარი ფინანსური თვალსაზრისით.

იმის გათვალისწინებით, თუ რა გავლენას ახდენს იგი "იუნაიტედის" თამაშზე. "მანჩესტერ იუნაიტედს" არსებული ვითარება არ აწუხებს, რადგან ფეხბურთელს მოქმედი კონტრაქტი 2025 წლის ივნისში ეწურება.

შეთანხმება კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების ვარიანტს ითვალისწინებს. "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით პრემიერ ლიგის 70 მატჩში ნახევარმცველმა 33 გოლი გაიტანა და 22 საგოლე გადაცემა გააკეთა.