"ლობჟანიძემ მწარედ მომატყუა" - გალათასარაის მეკარე
თურქული სუპერლიგის 21-ე ტურში ჰატაისპორმა გალათასარაი მიიღო და 4-2 დაამარცხა.
აღნიშნულ შეხვედრაში მასპინძელთა გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო ქართველმა ნახევარმცველმა საბა ლობჟანიძემ, რომელმაც დუბლი გაიფორმა.
მეორე გოლის მომენტზე მატჩის შემდეგ ისაუბრა გალათასარაის მეკარე ისმაილ ჩიპეს, რომლის თქმითაც, ქართველი შემტევის მიერ მოტყუებული დარჩა.
"მახსოვდა, რომ ლობჟანიძე ცაცია იყო და ველოდებოდი, დარტყმას მარცხენა კუთხეში გააკეთებდა, თუმცა მემარჯვენე ყოფილა და მარჯვენა კუთხეში შეაგორა ბურთი. მწარედ მოტყუებული დავრჩი," - განაცხადა იისმაილ ჩიპემ.
საბა ლობჟანიძე მიმდინარე სეზონში შესანიშნავ ფორმაშია, ჰატაისპორის მაისურით 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 6 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა.
რაც შეეხება ჰატაისპორს, 21 ტურში 35 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში მე-3 პოზიციაზე არიან.