ავტორიზაცია

"ასე არაფერი გამოვა!" - ლევან კობიაშვილმა ქართული კლუბები გააკრიტიკა

"ასე არაფერი გამოვა!" - ლევან კობიაშვილმა ქართული კლუბები გააკრიტიკა
თარიღი 16 Jan 2022, 17:22

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის განცხადებით, თუ ქართული გუნდები მსგავს სტილში გააგრძელებნ მუშაობას, ქართული ფეხბურთი ასე წინ ვერ წავა.

ამის შესახებ ლევან კობიაშვილმა იმედის სპორტულ გაცემაში "სპორტი იმედზე" ისაუბრა.

"საბოლოო ჯამში ისევ გაზაფხულისკენ მივდივართ, როცა ევროტურნირები მოდის. იქ ყველაზე კარგად ვხედავთ, სად ვართ. როგორც გასულ წელს და მანამდეც, ახლაც ვერ ვარ ბედნიერი იმით, რაც ხდება.

კარგია შიდა ტრანსფერები, მაგრამ ეს უკვე გავიარეთ. არ ვიცი კლუბების ფინანსურები დეტალები, თუმცა არ მაქვს განცდა, რომ რამე განსაკუთრებული ხდება.

ძლიერი ლეგიონერების გარეშე არაფერი გამოვა. ვინმეს შეურაცხყოფას არ ვაყენებ, ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან, ვისაც იმატებენ. “ლოკომოტივმა” ძველი რესურსით მიაღწია წარმატებას და ევროტურნირებზე ორი ბარიერი დაძლია, თუმცა ლეგიონერის გარეშე ძნელი იქნება შედეგის მიღწევა და ვერც ეროვნული ლიგის დონე აიწევა”, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ლიგის ახალი სეზონი 26 თებერვალს დინამო ბათუმისა და ბოლნისის სიონის მატჩით გაიხსნება.