თურქულ შეკრებაზე მიემგზავრება - გრიგალავა რუსულ კლუბში სინჯებზე მიდის
საქართველოს ნაკრების 32 წლის მცველი გია გრიგალავა შუასასეზონო შეკრებას ხიმკისთან ერთად გაივლის.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს და წერენ, რომ ქართველი მცველი ხიმკისთან ერთად გაივლის შუასასეზონო შეკრებას, რის შემდეგაც გადაწყდება, დარჩება თუ არა გამოცდილი მცველი რუსულ კლუბში.
გია გრიგალავას ბოლო კლუბი ტულას არსენალი იყო, რომელშიც 2017-2021 წლების მანძილზე თამაშობდა.
რაც შეეხება ხიმკის, რუსეთის პრემიერლიგაში 14 ქულით ბოლო, მე-16 პოზიციაზეა.