ავტორიზაცია

პავარი ჩემპიონთა ლიგაზე: "ჩვენ ბაიერნი ვართ, არც რეალის გვეშინია და არც პარი სენ ჟერმენის"

პავარი ჩემპიონთა ლიგაზე: "ჩვენ ბაიერნი ვართ, არც რეალის გვეშინია და არც პარი სენ ჟერმენის"
თარიღი 17 იან 2022, 17:22

"ბაიერნის" მარჯვენა მცველმა, ბენჟამენ პავარმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მიუნხენური გრანდის ამბიციებზე ისაუბრა.

"არც ერთი გუნდი არ გვაშინებს. ჩვენ მიუნხენის "ბაიერნი" ვართ, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი".

"არც "რეალის" გვეშინია და არც "პარი სენ ჟერმენის", - ციტირებს 25 წლის ფრანგის სიტყვებს Telefoot-ი.

მოგეხსენებათ, ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის 1/8 ფინალში "რეკორდმაისტერი" "ზალცბურგს" დაუპირისპირდება. მატჩები 15 თებერვალსა და 8 მარტს გაიმართება.

ცნობისთვის, პავარი "ბაიერნის" ღირსებას 2019 წლის ზაფხულიდან იცავს, მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე ერთად 19 მატჩი ჩაატარა და ორი შედეგიანი პასი გააკეთა.