ავტორიზაცია

ახალი დეტალები — ხავი დემბელეს გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია და მომხდარში მის აგენტს ადანაშაულებს

ახალი დეტალები — ხავი დემბელეს გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია და მომხდარში მის აგენტს ადანაშაულებს
თარიღი 17 იან 2022, 17:31

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, ხავი გარემარბ უსმან დემბელეს გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია, იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა AS-ი.

მოგეხსენებათ, 24 წლის ფრანგ ფეხბურთელს "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" კონტრაქტის ვადა მომავალ ზაფხულს ეწურება და ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე უარი განაცხადა.

გავრცელებული ინფორმაციით, "ბლაუგრანას" დამრიგებელი თავს მოტყუებულად გრძნობს და მომხდარში აგენტს ადანაშაულებს - მუსა სისოკოს. ხავის აზრით, დემბელე "ტოქსიკურ გარემოშია".

თუმცა, ესპანელი სპეციალისტი, აქამდე გამოქვეყნებული ცნობების საწინააღმდეგოდ, სეზონის ბოლომდე ფრანგი შემტევის შემადგენლობიდან მოკვეთას არ აპირებს.

ამასთანავე, ხავის ესმის, რომ "ბარსელონასთვის" საუკეთესო გამოსავალი ამ ზამთარს დემბელეს გაყიდვა იქნება, ფინანსური მიზეზებისა და საშინაო მატჩების დროს ფეხბურთელის მიმართ გულშემატკივრების შესაძლო უარყოფითი რეაქციის გამო.

მიმდინარე სეზონში უსმანმა ყველა ტურნირზე ერთად 11 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 ასისტიც მიითვალა.