ავტორიზაცია

VIDEO: როგორ სკანდირებდა 30,000 თურქი გულშემატკივარი საბა ლობჟანიძის სახელს

თარიღი 17 იან 2022, 17:47

თურქეთის სუპერლიგის 21-ე ტურში ჰატაისპორმა გალათასარაი 4-2 დაამარცხა.

თურქული გრანდის წინააღმდეგ საბა ლობჟანიძემ დუბლი გაიფორმა, თან მაშინ, როცა ანგარიში 2-2 იყო და მის კლუბს 3 ქულის მოპოვებაში დაეხმარა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, თუ როგორ სკანდირებს ჰატაისპორის სტადიონზე შეკრებილი ათეულობით ათასი ქომაგი საბა ლობჟანიძის სახელს.