ავტორიზაცია

ფულით ყველაფერს ვერ იყიდი — ორი ტოპ ფეხბურთელი, რომელმაც ნიუკასლის წინადადება იუარა

ფულით ყველაფერს ვერ იყიდი — ორი ტოპ ფეხბურთელი, რომელმაც ნიუკასლის წინადადება იუარა
თარიღი 17 Jan 2022, 18:29

"ნიუკასლის" ხელმძღვანელობა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდის შემადგენლობის გაძლიერების მცდელობებს აგრძელებს.

როგორც ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი იტყობინება, კლუბი "მანჩესტერ იუნაიტედიდან" დონი ვან დე ბეკის გადაბირებას აპირებდა და შუამავლების მეშვეობით სცადა მისი დარწმუნება, რომ ტრანსფერი ორივე მხარეს სარგებელს მოუტანდა.

მიუხედავად ამისა, "ეშმაკუნების" 24 წლის ნახევარმცველმა, რომელსაც სათამაშო დრო პრაქტიკულად არ ეძლევა, "კაჭკაჭების" რიგებში გადასვლაზე უარი თქვა.

აღსანიშნავია, რომ "ნიუკასლის" ბოსებმა ანალოგიური პასუხი მიიღეს "პსჟ"-ს ნახევარმცველ ჟორჟინიო ვეინალდუმისგანაც.

გავრცელებული ცნობით, თუ 31 წლის შუახაზელი პარიზელთა რიგებს სეზონის ბოლომდე დატოვებს, მაშინ მისთვის პრიორიტეტული ვარიანტი ლონდონის "არსენალში" თამაშია. 

მოგეხსენებათ, ორივე ზემოთნახსენები ფეხბურთელი ჰოლანდიელია - ვან დე ბეკი "ემიუში" 2020 წლის სექტემბრიდან ირიცხება, ხოლო ვეინალდუმი "პსჟ"-ს გასულ ზაფხულს შეუერთდა.