ავტორიზაცია

ჩელსი ტრავმირებული ჩილველის შემცვლელს ეძებს და სასურველ ვარიანტს პსჟ-ში მიაგნო

ჩელსი ტრავმირებული ჩილველის შემცვლელს ეძებს და სასურველ ვარიანტს პსჟ-ში მიაგნო
თარიღი 17 იან 2022, 18:36

ლონდონის "ჩელსის" ხელმძღვანელობა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე მარცხენა მცველის გადაბირებას აპირებს.

"არისტოკრატები" აღნიშნული პოზიციის გაძლიერებას ბენ ჩილველის ტრავმის გამო გეგმავენ, რომელიც გუნდს სეზონის ბოლომდე გამოაკლდა.

როგორც ცნობილი ფრანგული გამოცემა RMC-ი იტყობინება, "ჩელსი" "პსჟ"-ს უკანახაზელ ლეუვენ კურზავათი ინტერესდება და მოლაპარაკებებიც დაიწყო.

ჟურნალისტ სანტი აუანას ცნობით, თავის მხრივ, 29 წლის ფრანგს, რომელსაც სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, "პსჟ"-დან წასვლა უნდა.

მიმდინარე სეზონში კურზავას ერთი მატჩიც კი არ ჩაუტარებია, ბოლოს იგი მინდორზე გასული წლის აგვისტოში სუპერთასის ეგიდით "ლილთან" (0:1) გამართულ შეხვედრაში ვიხილეთ.