ავტორიზაცია

პსჟ-ს შავი სია - 6 ფეხბურთელი, რომელიც კლუბს დატოვებს

პსჟ-ს შავი სია - 6 ფეხბურთელი, რომელიც კლუბს დატოვებს
თარიღი 14 იან 2022, 12:05

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა 31 იანვარს იხურება, მანამდე კი "პარი სენ-ჟერმენს" შესაძლოა რამდენიმე ფეხბურთელთან განშორების დრო კიდევ ჰქონდეს დარჩენილი.

სერხიო რიკო

დიდი შანსია, რომ ესპანელი მეკარე ზამთარში "პსჟ"-ს დატოვებს. რამდენიმე კლუბია დაინტერესებული, განსაკუთრებით ინგლისიდან, მაგრამ "მალიორკა", რომელსაც მეკარე სეზონის ბოლომდე იჯარით სურს, როგორც ჩანს, ესპანელი მეკარისთვის პრიორიტეტია.

კოლენ დაგბა

"სენტ-ეტიენმა" მარჯვენა მცველის იჯარით აყვანის სურვილი გამოთქვა, მაგრამ ფეხბურთელმა ამ შეთავაზებაზე უარი თქვა. ეს არ გვიშლის ხელს ვივარაუდოთ, რომ ის სავარაუდოდ ამ ზამთარში გუნდს დატოვებს, მიუხედავად იმისა, რომ "პსჟ"-ს მარჯვენა მცველთან დაკავშირებული პრობლემები აქვს ამ მომენტში.

აბდუ დიალო

სენეგალელი მცველი ამჟამად "მილანის" რადარზეა. კლუბი მას მძიმედ დაშავებული სიმონ კიაერის შემცვლელად განიხილავს, მაგრამ "პსჟ"-ს არ სურს დიალოს იჯარით გაშვება.

ჯორჯინიო ვაინალდუმი

გუნდის გაძლიერების მსურველ "ნიუკასლს" ნიდერლანდელის იჯარით დამატება სურთ, მაგრამ L'Equipe-მ იტყობინება, რომ ვეინალდუმს სურდა დარჩენა "პსჟ"-ში ადგილის მოსაპოვებლად.

ლევენ კურზავა

"არსენალი" ერთ-ერთი კლუბია, რომელიც ამ ზამთარში კურზავას შეძენას ცდილობს. იტალიური პრესა ადასტურებს "ლაციოს" სერიოზულ ინტერესსაც პარიზელთა მარცხენა მცველის მიმართ.

მაურო იკარდი

არგენტინელმა თავდამსხმელმა შესაძლოა კარიერა "იუვენტუსში" გააგრძელოს. თუმცა, 30 მილიონიანმა ფასმა, რომელსაც "პსჟ" ითხოვს, აშკარად დააფრთხო "იუვენტუსის" ხელმძღვანელობა.