ავტორიზაცია

პსჟ მბაპეს შემცვლელზე ფიქრს უკვე შეუდგა - პარიზელები ფრანგის შესაძლო წასვლას ეგუებიან

პსჟ მბაპეს შემცვლელზე ფიქრს უკვე შეუდგა - პარიზელები ფრანგის შესაძლო წასვლას ეგუებიან
თარიღი 12 იან 2022, 16:29

"პსჟ"-ს მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო აფასებს "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდის, მარკუს რაშფორდის პოტენციალს. The Times-ის ცნობით, გასულ ზაფხულს "პსჟ"-მ შეადგინა იმ მოთამაშეთა სია, რომლებსაც შეუძლიათ შეცვალონ ფორვარდი კილიან მბაპე.

იმ შემთხვევაში, თუ ფრანგი "რეალში" წავა. რაშფორდი ამ მოკლე სიის სათავეში იყო. პოჩეტინო "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელის დიდი გულშემატკივარია.

მბაპე პარიზში გასულ ზაფხულს დარჩა, ამიტომ "პსჟ"-ს ამ მიმართულებით ზომები არ მიუღია. ჯერჯერობით უცნობია, განახლდება თუ არა ფრანგული კლუბის ინტერესი ფეხბურთელით, თუ მბაპე მომავალ ზაფხულს წავა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარკუსთან კონტრაქტის განახლება "იუნაიტედისთვის" პრიორიტეტულია. მისი ამჟამინდელი ხელშეკრულების ვადა 2023 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. 24 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედში" 15 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე და 3 გოლი გაიტანა.