ავტორიზაცია

პსჟ-ს ახალი გეგმა მბაპეს შენარჩუნების საკითხში

პსჟ-ს ახალი გეგმა მბაპეს შენარჩუნების საკითხში
თარიღი 10 იან 2022, 20:20

"პარი სენ-ჟერმენი" კვლავ არ კარგავს იმედს, რომ გააგრძელებს პარტნიორობას თავის თავდამსხმელ კილიან მბაპესთან, რომლის კონტრაქტი სეზონის ბოლომდეა ძალაში.

პარიზელები ყველაფრის ფასად ცდილობენ განაახლონ ხელშეკრულება 23 წლის ფრანგთან სულ მცირე ხნით მაინც, განუცხადა ჟურნალისტმა აბდელა ბულმამ Canal Supporters-ს Twitch-ზე.

დისკუსიები გრძელდება, მაგრამ მბაპემ არჩევანი უკვე გააკეთა მადრიდის "რეალის" სასარგებლოდ. ამასთან, "პარი სენ-ჟერმენი" არ აპირებს დანებებას, რათა ფეხბურთელი უფასოდ არ წავიდეს.

შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს მადრიდის "რეალმა" კილიანის სანაცვლოდ 200 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ "პსჟ"-მ უარი განაცხადა. ამ სეზონში ლიგა 1-ის 18 მატჩში, თავდამსხმელმა 9 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.