ავტორიზაცია

ვინისიუსი: "ჩემი ოცნება რეალში თამაშია და აქ მრავალი წლის გატარება მსურს"

ვინისიუსი: "ჩემი ოცნება რეალში თამაშია და აქ მრავალი წლის გატარება მსურს"
თარიღი 10 იან 2022, 18:05

"რეალის" გარემარბმა, ვინისიუს ჟუნიორმა ლა ლიგის მე-20 ტურში "ვალენსიასთან" (4:1) მოგებული მატჩის შემდეგ განცხადება გააკეთა.

მოგეხსენებათ, 21 წლის ბრაზილიელმა შემტევმა "ღამურებთან" შეხვედრაში დუბლი გაიფორმა.

"კარგად ვითამაშეთ, ასე უნდა გავაგრძელოთ, რათა ამ სეზონში წარმატებას მივაღწიოთ", - ციტირებს ვინისიუსის სიტყვებს Marca.

"როცა კაზემირო, მოდრიჩი და კროოსი ისე თამაშობენ, როგორც ამ მატჩში, ვიმარჯვებთ".

"ჩემი ოცნება "რეალში" თამაშია და აქ მრავალი წელიწადის გატარება მსურს", - დასძინა სამხრეთამერიკელმა.

მიმდინარე სეზონში ვინისიუსმა ყველა ტურნირზე ერთად "სამეფო კლუბის" მაისურით 26 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი პასი გააკეთა.