ბარსელონამ დემბელეს შეძენა პრემიერ ლიგის ორ კლუბს შესთავაზა და ფასიც დაუსახელა

"ბარსელონას" გარემარბმა, უსმან დემბელემ კარიერა შესაძლოა პრემიერ ლიგაში გააგრძელოს, იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა Diario Sport-ი.
გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიურმა გრანდმა ორ ინგლისურ კლუბს შესთავაზა 24 წლის ფრანგის 20 მილიონ ევროდ შეძენა.
როგორც აღინიშნება, საუბარია "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ნიუკასლზე".
მოგეხსენებათ, "ლურჯ-ბროწეულისფრები" დემბელეს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ვერ შეუთანხმდნენ, ამიტომაც მის გაყიდვას ამ ზამთარსვე გეგმავენ, რათა ზაფხულში უფასოდ არ დაკარგონ. თავად ფეხბურთელსაც სურს ინგლისში თამაში.
მიმდინარე სეზონში უსმანმა ყველა ტურნირზე ერთად 11 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 ასისტიც მიითვალა.