ავტორიზაცია

პერესი: "მოდრიჩი შესაშურ ფორმაშია და კიდევ ერთი ოქროს ბურთის მოგებას იმსახურებს"

პერესი: "მოდრიჩი შესაშურ ფორმაშია და კიდევ ერთი ოქროს ბურთის მოგებას იმსახურებს"
თარიღი 17 იან 2022, 20:58

"რეალის" პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა ესპანეთის სუპერთასის ფინალში "ბილბაოს" (2:0) დამარცხების შემდეგ ლუკა მოდრიჩი შეაქო.

მოგეხსენებათ, მადრიდელთა ხორვატმა ნახევარმცველმა აღნიშნულ დაპირისპირებაში გოლის გატანა მოახერხა.

"მოდრიჩი და კურტუა თავიანთ პოზიციებზე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები არიან", - ციტირებს პერესის სიტყვებს AS-ი.

"ლუკა შესაშურ ფორმაშია და კიდევ ერთი "ოქროს ბურთის" მოგებას იმსახურებს", - დასძინა "სამეფო კლუბის" პრეზიდენტმა.

მიმდინარე სეზონში 36 წლის მოდრიჩმა ყველა ტურნირზე ერთად 22 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი პასიც მიითვალა.

პერესი მბაპეს რეალში შესაძლო ტრანსფერზე: "ყველა მეკითხება მის შესახებ"