ავტორიზაცია

პერესი მბაპეს რეალში შესაძლო ტრანსფერზე: "ყველა მეკითხება მის შესახებ"

პერესი მბაპეს რეალში შესაძლო ტრანსფერზე: "ყველა მეკითხება მის შესახებ"
თარიღი 17 იან 2022, 14:10

მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა ისაუბრა "პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელის, კილიან მბაპეს თავის კლუბში შესაძლო ტრანსფერის შესახებ:

"მბაპე არ არის რეალის მოთამაშე, ამიტომ არაფერს ვამბობ. ახლა ჩვენ შეპყრობილი ვართ იმ იდეით, რომ კვლავ გავაგრძელოთ მოგებათა სერია, როგორც ეს იყო აქამდე, - განუცხადა ფლორენტინო პერესმა El Chiringuito-ს სუპერთასის ფინალის შემდეგ.

"ყველა მეკითხება მბაპეზე. რა ვუპასუხო? არაფერი. მე ამაზე არაფერს ვამბობ", - დასძინა ესპანელმა პრეზიდენტმა "პარი სენ-ჟერმენის" ახალგაზრდა ფრანგი თავდამსხმელის შესახებ.

სავარაუდოდ, მბაპე ზაფხულში მადრიდის "რეალში" გადავა, თავისუფალი აგენტის სტატუსით ან შედარებით მცირე თანხის სანაცვლოდ, თუ პარიზელებთან მოკლევადიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.