ავტორიზაცია

"აზარს რეალიდან წასვლა უნდა", - ბელგიელმა ჟურნალისტმა ამ გადაწყვეტილების მიზეზიც გაამხილა

"აზარს რეალიდან წასვლა უნდა", - ბელგიელმა ჟურნალისტმა ამ გადაწყვეტილების მიზეზიც გაამხილა
თარიღი 17 იან 2022, 21:33

"რეალის" გარემარბს, ედენ აზარს მადრიდული გრანდიდან აბარგება უნდა, იტყობინება ცნობილი გამოცემა RMC Sport-ის კორესპონდენტი, საშა ტავოლიერი.

გავრცელებული ინფორმაციით, 31 წლის სუპერვარსკვლავის ამ გადაწყვეტილებაზე ცოტა ხნის წინ მომხდარმა ინციდენტმა იქონია გავლენა.

ასე და ამგვარად, სამედიცინო შტაბმა აზარს მორიგი ოპერაციის გაკეთება ურჩია, მაგრამ "სამეფო კლუბის" პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი კატეგორიული წინააღმდეგი გახლდათ.

როგორც აღინიშნება, მადრიდული გრანდის ხელმძღვანელს უნდა, რომ ედენმა ხშირად ითამაშოს, რადგან მისი აზრით, ეს ბელგიელის გაყიდვას შეუწყობს ხელს.

თუმცა, მიუხედავად ამისა, "რეალიდან" აზარის ამ ზამთარსვე აბარგება გადაწყვეტილი ამბავი არ არის - მოქმედი კონტრაქტის ვადა 2024 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.

მიმდინარე სეზონში "ბლანკოსის" შემტევმა ყველა ტურნირზე ერთად 16 მატჩი ჩაატარა და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.