მიზეზი ფული არ ყოფილა — გაირკვა, თუ რატომ ამჯობინა ვეინალდუმმა ბარსელონას პსჟ
ცნობილი გახდა, თუ რატომ გადავიდა "ლივერპულის" ექს-ნახევარმცველი, ჟორჟინიო ვეინალდუმი გასულ ზაფხულს "პსჟ"-ში და არა "ბარსელონაში".
ჰოლანდიელს ფრანგული კლუბის სასარგებლოდ არჩევანი ფულის გამო არ გაუკეთებია. კატალონიაში იგი იმაზე 1 მილიონი ევროთი ნაკლებს მიიღებდა, ვიდრე პარიზში, რაც ასეთ დონეზე უმნიშვნელო სხვაობაა.
თავად ვეინალდუმი მიზეზად იმას ასახელებს, რომ "ბლაუგრანასთან" მოლაპარაკებების დასრულების ლოდინით დაიღალა.
ასე და ამგვარად, როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Mundo Deportivo იტყობინება, მთავარ მიზეზად ჟორჟინიოს გადაბირებასთან დაკავშირებით "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ხელმძღვანელობის სკეპტიციზმი იქცა. მოლაპარაკებები სრულიად შეჩერებული იყო.
მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონში ვეინალდუმმა ყველა ტურნირზე ერთად "პსჟ"-ს რიგებში 25 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასი მიითვალა.
ვეინალდუმი პსჟ-დან წასვლას აპირებს და პრემიერ ლიგის კლუბში გადასვლა უნდა