ავტორიზაცია

"დემბელე ამ გუნდში გადასვლასთან ახლოსაა", - რომანო ფრანგის მოსალოდნელი ტრანსფერის შესახებ

"დემბელე ამ გუნდში გადასვლასთან ახლოსაა", - რომანო ფრანგის მოსალოდნელი ტრანსფერის შესახებ
თარიღი 18 იან 2022, 11:17

გავლენიანი ინსაიდერის, ფაბრიციო რომანოს თქმით, "ნიუკასლი" ამ ზაფხულს "ბარსელონას" გარემარბს, ოსმან დემბელეს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადმოიბირებს.

"ძალიან ნაადრევია იმის თქმა, თუ რა მოხდება შემდეგ, მაგრამ ნიუკასლმა შესთავაზა მას დიდი თანხა, დაუკავშირდა მას და ფინანსურად ძალიან კარგი შეთავაზება გაუკეთა.

რასაკვირველია, დემბელე არ ჩქარობს გადაწყვეტილების მიღებას, რადგან როცა თავისუფალი აგენტი გახდები, სანამ დათანხმდები ყველა შესაძლო ვარიანტს სწავლობ.

დემბელეთი ნიუკასლი სერიოზულადაა დაინტერესებული, თუმცა არა მხოლოდ ამ ფეხბურთელით. ზოგიერთი სხვა კლუბი აპირებს თვალყური ადევნოს ბარსელონაში არსებულ ვითარებას რბოლაში შესვლამდე და ოფიციალური შეთავაზების წარდგენამდე.

მე ვფიქრობ, რომ პრემიერ ლიგაში გადასვლა დემბელესთვის ძალიან რეალური ნაბიჯია", - თქვა რომანომ "ბარსელონას" ახალგაზრდა ფრანგი გარემარბის შესახებ.