ავტორიზაცია

"მილანური კარიერიდან 3 მომენტს გამოვარჩევდი", - კალაძემ იტალიურ კლუბში გატარებული პერიოდი გაიხსენა

"მილანური კარიერიდან 3 მომენტს გამოვარჩევდი", - კალაძემ იტალიურ კლუბში გატარებული პერიოდი გაიხსენა
თარიღი 18 იან 2022, 11:55

"მილანის" ყოფილმა მცველმა, კახა კალაძემ Gazzetta-სთან ინტერვიუში გაიხსენა იტალიაში გატარებული პერიოდი და "როსონერის" ამჟამინდელ მდგომარეობაზეც ისაუბრა:

"რთულია სიტყვებით ის ატმოსფერო გადმოსცე, რომელიც მილანის გასახდელში სუფევდა. ვინც ამ გუნდში თამაშობს, იმან ამ მაისურის ტარების პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს.

ჩვენ დიდი ოჯახი ვიყავით და ერთი მიზანი გვქონდა - ფეხბურთელებს, მწვრთნელესა და მენეჯერებს. "როსონერი" ჩემი მეორე სახლია. როდესაც ამ ქალაქში ჩავდივარ, თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში.

აქ ოჯახური გარემოა. იტალია მშვენიერი ქვეყანაა, იტალიელები ფანტასტიკური ხალხია, ხოლო ამ გუნდის გულშემატკივრები კი შესანიშნავები და უბრალოდ შეუდარებლები არიან.

რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, მათ მუდამ ახსოვხარ. ამიტომ, ვინც "შავ-წითელ" მაისურს ატარებს, უნდა ამაყობდეს, რადგან მას დიდი ისტორია აქვს, არ უნდა დანებდეს, რადგან თუ დანებდება, ამ გუნდში ვეღარ ითამაშებს.

ჩემი გამორჩეული მოგონებები ჩემპიონთა ლიგაზე პირველ შეხვედრას, იუვენტუსთან გამარჯვებასა და დერბიში ინტერთან გოლს უკავშირდება. ახლანდელ მილანს იბრაჰიმივიჩი ჰყავს, რომელიც როგორც მასწავლებელი, გუნდში ისეა.

ვფიქრობ, რომ ამ გუნდს დრო სჭირდება იმისთვის, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მაღალი დონე კვლავ აჩვენოს", - განაცხადა ქართველმა ექს-უკანახაზელმა "როსონერის" შესახებ.