ავტორიზაცია

შოთა არველაძე კალაძესა და კობიაშვილთან ურთიერთობაზე: "რაღაც ეტაპზე აზრთა სხვადასხვაობა გვქონდა"

შოთა არველაძე კალაძესა და კობიაშვილთან ურთიერთობაზე: "რაღაც ეტაპზე აზრთა სხვადასხვაობა გვქონდა"
თარიღი 17 Jan 2022, 14:00

ამსტერდამის "აიაქსის" ყოფილმა თავდამსხმელმა, შოთა არველაძემ ტელეკომპანია ფორმულას ეთერში გადაცემა სთორიში ისაუბრა არაერთ საინტერესო თემაზე, მათ შორის კახა კალაძესა და ლევან კობიაშვილთან ურთიერთობაზე.

"მე და ლევან კობიაშვილი დიდი ხანი ერთად ვთამაშობდით და ერთმანეთის მიმართ უპატივცემულობა არასოდეს გვქონია. რაღაც ეტაპზე ჩვენი დამოკიდებულებები განსხვავებული იყო.

ეს არ ნიშნავს რომ მაინდამაინც მე ვიყავი მართალი. ჩვენი ქვეყნიდან გამომდინარე, შეუძლებელია ბრილიანტი ვერ გაიკაწროს, ყველა სფეროს შეეხო რაღაც ნეგატიური.

ფეხბურთი კი მაინც სხვაზე მეტად წარმატებული სექტორია, აბა რომელს დაასახელებთ უფრო წარმატებულს?!", - განაცხადა ქართველმა ექს-ფორვარდმა, რომელმაც კალაძის შესახებაც ისაუბრა:

"როცა პოლიტიკაში მიდიხარ, მაღალი მიზნები უნდა დაისახო, გინდა იყო პირველი და ამაში ცუდი არაფერია", - საუბრობს "გლაზგო რეინჯერსის" ყოფილი შემტევი.

შეგახსენებთ, რომ 48-წლის სპეციალისტი ახლოს არის "ჰალ სიტის" ჩაბარებასთან. ცნობისთვის, არველაძის სახელს "კრასნოდარსაც" საკმაოდ აქტიურად უკავშირებდნენ.

"ორივე რონალდო, ანრი, რაული, არველაძე", - რუსეთის ნაკრების ექს-მცველმა ყველაზე უხერხული მეტოქეები დაასახელა