ავტორიზაცია

"ორივე რონალდო, ანრი, რაული, არველაძე", - რუსეთის ნაკრების ექს-მცველმა ყველაზე უხერხული მეტოქეები დაასახელა

"ორივე რონალდო, ანრი, რაული, არველაძე", - რუსეთის ნაკრების ექს-მცველმა ყველაზე უხერხული მეტოქეები დაასახელა
თარიღი 07 Jan 2022, 14:08

მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა, ვადიმ ევსეევმა თავის განვლილ საფეხბურთო კარიერაში ყველაზე უხერხული მოწინააღმდეგეები დაასახელა.

"მითამაშია ახალგაზრდა რონალდუს წინააღმდეგ. უკვე მაშინ ჩანდა, რომ მას დიდი მომავალი ექნებოდა. კრიშტიანუ ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიული მოთამაშე იყო.

მთავარი მოწინააღმდეგე მყავდა ევროთასებზე - რონალდო. ის იყო გენიალური თავდამსხმელი, მსგავსი ფეხბურთელი უბრალოდ არ მინახავს. ლუის ნაზარიო დე ლიმამ ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.

შემიძლია არველაძის გახსენებაც, რომელმაც მართლაც რომ გამაკვირვა. ის იყო ფორვარდი, რომელიც მოქმედებდა გამთამაშებლის ზონაში, მის გვერდით კი ოვერმარსი და ძმები დე ბურები იყვნენ.

აგრეთვე გამოვარჩევ ბერგკამპისა და ანრის წყვილს, რაულს და დუეტს ინტერიდან, ვიერისა და რეკობას. შემდეგი კი ეტო'ო იყო", - განაცხადა ყოფილმა რუსმა უკანახაზელმა.