ავტორიზაცია

არველაძე: "კრასნოდარში მუშაობა საინტერესო ვარიანტია, თუმცა ამ კლუბიდან არავინ დამკავშირებია"

არველაძე: "კრასნოდარში მუშაობა საინტერესო ვარიანტია, თუმცა ამ კლუბიდან არავინ დამკავშირებია"
თარიღი 06 იან 2022, 12:04

"ტრაბზონსპორის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, შოთა არველაძემ РБК Спорт-თან საუბარში განაცხადა, რომ მას ჰქონდა შემოთავაზება "კრასნოდარიდან", მაგრამ არა ახლა, არამედ რამდენიმე თვის წინ.

"საინტერესო იქნებოდა კრასნოდარში მუშაობა, ნამდვილად კარგი კლუბია. რუსული გუნდიდან წინადადება ადრეც მიმიღია, თუმცა ახლა არავინ დამკავშირებია", - განაცხადა ქართველმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ ტაშკენტის "ფახთაქორის" ყოფილი დამრიგებლის სახელს უკავშირებენ ჩემპიონშიფის ბინადარ "ჰალ სიტის", რომელსაც ბიზნესმენი აჩუნ ილიჩალი ყიდულობს.

როგორც კი თურქი ბიზნესმენი მოაგვარებს დარჩენილ იურუდიულ დეტალებს, "ვეფხვებს" უდიდესი ალბათობით სწორედ 48-წლის მთავარი მწვრთნელი ჩაიბარებს.

აქვე დავამატებთ, უზბეკეთში მუშაობის პერიოდში, არველაძე ორჯერ გახდა აღნიშნული ქვეყნის ჩემპიონი და ის ქვეყნის თასსაც ორჯერ დაეუფლა. ქართველს "ფახთაქორის" შემდეგ არსად უმუშავია.