არველაძეს ჰალ სიტიმდე ერთი ნაბიჯი აშორებს - თურქული პრესა
ბიზნესმენი აჩუნ ილიჩალი ჩემპიონშიფის ბინადარ, "ჰალ სიტის" ყიდვასთან ძალიან ახლოს არის. აღნიშნულ ინფორმაციას სხვადასხვა თურქული მედია საშუალებები ამტკიცებენ.
თურქი ბიზნესმენის სურვილია "ვეფხვებში" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე შოთა არველაძის მოყვანა. იურიდიული საკითხების გადაწყვეტის შემდეგ, ქართველის იორკშირში გადასვლას წინ აღარაფერი აღუდგება.
ცნობილია აგრეთვე "შავ-ყვითლების" უფროსების პირველ სატრანსფერო სამიზნეზე. საუბარია "გალათასარაის" თავდამსხმელის, მბაიე დიანეს შესახებ, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მას აქვს ტრავმა, გარიგება დიდი ალბათობით არ შედგება.
ცნობები "ტრაბზონსპორის" ყოფილი სპეციალისტის "ჰალ სიტიში" დანიშნვის შესახებ გაჩნდა გასული წლის ნოემბერში, მაშინ, როდესაც კლუბს 52-წლის ბიზნესმენის სახელი დაუკავშირეს.
48-წლის დამრიგებელი ილიჩალის ახლო მეგობარია და "ვეფხვების" ყიდვის შემთხვევაში, მისი დანიშნვა, თავიდანვე იგეგმებოდა. როგორც ვხედავთ, არველაძე იორკშირში გამგზავრებასთან მართლაც ახლოს არის.
შოთა არველაძე ჰალ სიტის წინადადების მოლოდინშია - უარი თურქულ კლუბს