შოთა არველაძე მარტვილის მერანის შეტყობინებას გამოეხმაურა: "მიხარია, რომ ამას ქართული გუნდიც ამკვიდრებს"
საქართველოს ეროვნული ლიგის პლეი-ოფის უკანასკნელი შეხვედრა დრამატული გამოვიდა - ქუთაისის "ტორპედომ" მარტვილის "მერანს" სამი უპასუხო გოლი გაუტანა, რითაც უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა (3-0).
მატჩამდე, იმერელთა მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო, რადგან აღნიშნული გუნდების პირველი დაპირისპირება "მერანის" გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.
მიუხედავად იმის, რომ მარტვილელებმა საქართველოს ეროვნულ ლიგაში დაწინაურება ვერ შეძლეს, მატჩის შემდეგ ღირსეული ჟესტით გამოირჩნენ და გამარჯვებულს წარმატება უსურვეს.
მარტვილის "მერანის" დადებით ნაბიჯს შოთა არველაძე სოციალური ქსელით გამოეხმაურა - "ეს მნიშვნელოვანი და კარგი ტრადიციაა და მიხარია, რომ ამას ქართული გუნდიც ამკვიდრებს.
გადამწყვეტი და ემოციური თამაშის წაგების შემდეგ, როცა გუნდი ახერხებს და საკუთარ თავში ამის ძალას პოულობს დასაფასებელია. მთელ რიგ საკითხებში ნორმად მივიჩნევთ იმას, რაც არანორმალურია და კარგია.
რაღაც პირიქითაც ხდება და მსგავსი ფაქტებით კარგი მაგალითები ჩნდება. მადლობა და წარმატებები მერანს! ტორპედოს ვულოცავ ლიგაში ადგილის შენარჩუნებას. ბათუმის მსგავსად, ამ ქალაქსაც ახალი სტადიონი სჭირდება!"