შოთა არველაძე ჰალ სიტის წინადადების მოლოდინშია - უარი თურქულ კლუბს
გამოცემა Vatan-ის თანახმად, შოთა არველაძემ "ფატიჰ კარაგუმრუკის" გაწვრთნაზე უარი განაცხადა და მის ნაცვლად თურქულ კლუბს სათავეში ვოლკან დემირელი ჩაუდგება.
სტამბოლურმა გუნდმა ფრანჩესკო ფარიოლი ცოტა ხნის წინ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაუშვა, კლუბის პრეზიდენტ სულეიმან ჰურმას კი მის შემცვლელად შოთა არველაძე სურდა.
ქართველმა სპეციალისტმა მას უარი უთხრა. იგივე წყაროს თანახმად, "ტრაბზონსპორის" ყოფილი დამრიგებელი "ჰალ სიტის" მწვრთნელად დანიშნვის ვარიანტს ელოდება.
შეგახსენებთ, რომ "ფატიჰის" სპორტული დირექტორი არჩილ არველაძე არის, გუნდში კი ვატო არველაძე თამაშობს, რომელმაც საერთო ჯამში 21 შეხვედრის ჩატარება მოასწრო.