ჰალ სიტიში დანიშნვისთვის მომზადებულ არველაძეს რუსული კლუბი კიდევ ერთხელ დაუკავშირდა
Спорт-Экспресс-ი ამტკიცებს, რომ "კრასნოდარი" ახალი მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატად შოთა არველაძეს გიხილავს. ქართველის შესახებ წერენ შემდეგს:
"კრასნოდარი გონჩარენკოს თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, ახალ მწვრთნელს ეძებს. არველაძე ამ გუნდში მუშაობის ერთ-ერთი საკმაოდ რეალური კანდიდატია.
შოთას უკანასკნელი სამუშაო ადგილი იყო ფახთაქორი, რომელთანაც ის ორჯერ გახდა უზბეკეთის ჩემპიონატის გამარჯვებული და ორჯერ მან ქვეყნის თასიც მოიგო.
ასევე, ქართველი სპეციალისტი მუშაობდა ქაისერისპორში, ქაზიმფაშაში და ტრაბზონსპორში, ასევე მაკაბიში", - წერს რუსული გამოცემა ტაშკენტური გუნდის ექს-დამრიგებლის შესახებ.
როგორც ცნობილი ხდება, 48-წლის მწვრთნელის რუსულ გუნდში გადასვლის ალბათობა პრაქტიკულად ნულს უდრის, რადგან ის პრაქტიკულად ერთ ნაბიჯში იმყოფება "ჰალში" დანიშნვასთან.