"ესაა ჩემი არჩევანი" - ხვიჩა კვარაცხელიამ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
ყაზანის რუბინის ქართველმა ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის შორის არჩევანი გააკეთა.
"პირადად მე, მირჩევნია კრიშტიანუ რონალდუ, თუმცა მესი საუკეთესოა. ესაა ჩემი არჩევანი," - განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ, როცა რუბინის ინსტაგრამის მენეჯერმა მას პორტუგალიელისა და არგენტინელის შესახებ კითხვა დაუსვა.
შეგახსენებთ, რომ შუასასეზონო შეკრებას ხვიჩა კვარაცხელია რუბინთან ერთად თურქეთში გადის, თუმცა იგი გუნდთან ერთად არ ვარჯიშობს. განსაკუთრებული დატვირთვების გამო ლეონიდ სლუცკიმ იგი ინდივიდუალურად მოსამზადებელ ფეხბურთელთა სიაში გადაიყვანა.
ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყაზანის რუბინის მაისურით ჩატარებულ 15 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.