დემბელე პრემიერ ლიგის გუნდს შეუთანხმდა, თუმცა არსებობს ერთი პრობლემა - ესპანური პრესა
"ბარსელონას" ახალგაზრდა და პრობლემურ თავდამსხმელს, ოსმან დემბელეს კატალონიურ კლუბში ივნისამდე დარჩენა სურს, იტყობინება AS, SER Catalunya-ზე დაყრდნობით.
წყაროს ცნობით, 24 წლის ფრანგი კატალონიურ კლუბს არ მისცემს მასზე ზეწოლის მოხდენის უფლებას, "ბარსელონას" თამაშებისთვის განაცხადის მიღმა დატოვებით მუქარამდე.
ამასთან, კატალონიელთა მთავარი მწვრთნელი ხავი არ უჭერს მხარს თავდამსხმელზე ზეწოლას. აღსანიშნავია, რომ დემბელემ პრემიერლიგის კლუბთან კონტრაქტი გააფორმა, თუმცა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში "ბარსას" დატოვება არ სურს.
მას მიაჩნია, რომ უპირატესობა მის მხარეზეა, რადგან კლუბი მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ვერ შეთანხმდა. დემბელემ "ბარსელონას" მაისურით მიმდინარე სეზონში 11 მატჩში ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.
თავდამსხმელს კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. პორტალი Transfermarkt ფრანგის ღირებულებას 30 მილიონ ევროდ აფასებს.