კურზავასთვის 3 ტოპ-კლუბი იბრძოლებს
ფრანგული "პსჟ"-ს ლატერალს, ლევენ კურზავას შეუძლია ლიგა 1 ესპანურ ლა ლიგაზე გაცვალოს. El Nacional-ის ცნობით, კატალონიური "ბარსელონა" 29 წლის ფეხბურთელის კანდიდატურას განიხილავს.
"ლურჯ-ბროწეულისფრები" ლევენს ხორდი ალბას კონკურენტად განიხილავენ. კურზავას დავაში "ბარსას" მოუწევს გაუძლოს ლონდონის "ჩელსისა" და მილანის "ინტერის" კონკურენციას.
Transfermarkt-ის ინფორმაციით, ფრანგი 9 მილიონი ევრო ღირს. მცველი პარიზულ გუნდში 2015 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში ლევენს საფრანგეთის ჩემპიონატში არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია.
კურზავას სახელს თავდაპირველად უკავშირებდნენ რომის "ლაციოს" და სერია ა-ში გადასვლის წინააღმდეგი თითქოს არც ფრანგი მარცხენა მცველი იყო, თუმცა ტრანსფერი არ შედგა.