ავტორიზაცია

ევერტონმა ლამპარდთან და რუნისთან გასაუბრებები ჩანიშნა

ევერტონმა ლამპარდთან და რუნისთან გასაუბრებები ჩანიშნა
თარიღი 18 Jan 2022, 19:00

„ევერტონი“ ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებაში იმყოფება.

The Telegraph-ის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში ხელმძღვანელობა ორ კანდიდატს - ფრენკ ლამპარდს და უეინ რუნის გაესაუბრება.

რუნი, რომელიც ამჟამად „დერბი ქაუნთის“ უდგას სათავეში, „ევერტონის“ აღზრდილია და გუნდში ორჯერ იმყოფებოდა - კარიერის სტარტზე და შემდეგ ბოლოსკენაც.

რაც შეეხება ლამპარდს - მისი უკანასკნელი სამუშაო ადგილი ლონდონის „ჩელსი“ იყო, საიდანაც ის ერთი წლის წინ გაათავისუფლეს.

ასევე „ევერტონის“ შორტ-ლისტში ბელგიის მწვრთნელი რობერტო მარტინესი იმყოფება, რომელიც გუნდს ადრე სათავეში უკვე ედგა. თუმცა, ბელგიის ნაკრები მის გაშვებას 2022 წლის მუნდიალამდე არ აპირებს.

16 იანვარს „ევერტონმა“ რაფა ბენიტესის გაშვება ოფიციალურად დაადასტურა, ესპანელი მწვრთნელი გუნდს 2021 წლის ივლისიდან წვრთნიდა.