ავტორიზაცია

ევერტონის მფლობელმა შესაძლოა უახლოეს პერიოდში კლუბის გაყიდვაზე დაიწყოს მუშაობა

ევერტონის მფლობელმა შესაძლოა უახლოეს პერიოდში კლუბის გაყიდვაზე დაიწყოს მუშაობა
თარიღი 18 იან 2022, 20:37

„ევერტონის“ მფლობელმა ფარჰად მოშირიმ შესაძლოა კლუბი გაყიდოს.

The Sun-ის ინფორმაციით, „ირისებს“ შესაძლოა უახლოეს პერიოდში ფინანსური სირთულეები დაეწყოთ, რადგან ბიზნესმენმა გუნდის გაყიდვის მზადყოფნა გამოთქვა.

„ევერტონი“ ამჟამად 350 მილიონ ფუნტად (420 მლნ ევრო) ფასდება, მოშირიმ კი, რომელიც კლუბის აქციების 90%-ის მფლობელია, ბოლო წლებში კლუბში 450 მილიონი ფუნტი ჩადო.

გაყიდვის მთავარ მიზეზად კი ის სახელდება, რომ ბიზნესმენისთვის ეს წამგებიანი პროექტია - კერძოდ, ბოლო სამ წელიწადში, მერსისაიდული გუნდის წაგებამ 265 მილიონი ფუნტი შეადგინა.

გარდა ამისა, მფლობელმა 50 მილიონი ფუნტი ჩადო ახალი სტადიონის მშენებლობის დაგეგმარებაში, მისი მშენებლობის ბოლომდე მიყვანას კი კიდევ 350 მილიონი ფუნტია საჭირო.

პრემიერ ლიგაში 19 ჩატარებული მატჩის შემდეგ „ევერტონი“ სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზეა 19 ქულით.