ავტორიზაცია

ლევანდოვსკი: "ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია ის ჯილდო, რომლის გამარჯვებულსაც ფეხბურთელები და მწვრთნელები ირჩევენ"

ლევანდოვსკი: "ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია ის ჯილდო, რომლის გამარჯვებულსაც ფეხბურთელები და მწვრთნელები ირჩევენ"
თარიღი 18 იან 2022, 23:01

„ბაიერნის“ შემტევმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, 2021 წლის ოქროს ბურთს ვერ მოგებაზე ისაუბრა, რომელიც კარიერაში მეშვიდედ ლეო მესის გადაეცა.

„ყველა პრიზს თავისი გადაცემის წესი აქვს. ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, როცა გამარჯვებულს მწვრთნელები და ფეხბურთელები ირცევენ.

მე ამას უფრო ვაფასებ, ვიდრე იმ პრიზებს, როდესაც გამოკითხვაში მონაწილეობას არც ფეხბურთელები არ იღებენ და არც მწვრთნელები.“ - აღნიშნა პოლონელმა.

გუშინ, 17 იანვარს, ლევანდოვსკიმ ფიფასგან ჯილდო „The BEST” ზედიზედ მეორედ მიიღო - მის გამარჯვებულს სწორედ ეროვნული ნაკრებების კაპიტნები და მწვრთნელები ირჩევენ.

რაც შეეხება ოქროს ბურთს, რომელსაც ყოველწლიურად ფრანგული გამოცემა „ფრანც ფუტბოლი“ გადასცემს, მის გამარჯვებულს სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტები ავლენენ.