ავტორიზაცია

"ამის შესახებ თავად ჰკითხეთ", - ლევანდოვსკიმ მესის მიერ შერჩეულ სამეულზე ისაუბრა

"ამის შესახებ თავად ჰკითხეთ", - ლევანდოვსკიმ მესის მიერ შერჩეულ სამეულზე ისაუბრა
თარიღი 18 იან 2022, 18:50

„ბაიერნის“ და პოლონეთის ნაკრების შემტევმა, რობერტ ლევანდოვსკიმ ისაუბრა იმ ფაქტზე, რომ ფიფას The BEST-ის ხმის მიცემისას ლეო მესიმ ის საუკეთესოთა სამეულში არ შეიყვანა.

„პარი სენ-ჟერმენის“ და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა სამეულში ნეიმარი, კილიან მბაპე და კარიმ ბენზემა შეიყვანა. თავის მხრივ, ლევანდოვსკის სამეულში მესის ადგილი მოიძებნა.

„ის, რაც მესიმ ოქროს ბურთის დაჯილდოვებაზე თქვა, მისი მხრიდან ძალიან სასიამოვნო იყო. რაც შეეხება 2021 წლის სამეულს, ამის შესახებ მას უნდა ჰკითხოთ. ეს მისი გადაწყვეტილება იყო და მას პატივი უნდა ვცე. არ მაქვს უფლება, ამაზე გავუბრაზდე.“ - ციტირებს ლევანდოვსკის სიტყვებს Bayern & Germany „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, რომ ოქროს ბურთისგან განსხვავებით, რომელიც ლეო მესის კარიერაში მეშვიდედ ერგო, „ფიფამ“ THE BEST-ის ჯილდო ზედიზედ მეორედ რობერტ ლევანდოვსკის გადასცა.