The Best 2021: ზედიზედ მეორედ — ფიფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელად ლევანდოვსკი დაასახელა!
ფიფას ვერსიით, 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო "ბაიერნის" თავდამსხმელს, რობერტ ლევანდოვსკის ერგო.
33 წლის პოლონელმა The Best-ის პრიზისთვის ბრძოლაში ლიონელ მესისა ("პსჟ") და მოჰამედ სალაჰს ("ლივერპული") აჯობა.
გასულ წელს ლევანდოვსკიმ "რეკორდმაისტერთან" ერთად ბუნდესლიგა და გერმანიის სუპერთასი მოიგო.
აღსანიშნავია, რომ ფიფამ მიუნხენური გრანდის სუპერვარსკვლავი საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ დაასახელა.
ცნობისთვის, პრეტენდენტთა გაფართოებულ სიაში მოხვედრილნი იყვნენ:
კარიმ ბენზემა (რეალი), კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი), კრიშტიანუ რონალდუ (მანჩესტერ იუნაიტედი), ერლინგ ჰოლანდი (დორტმუნდი ბორუსია), ჟორჟინიო, ნგოლო კანტე (ორივე - ჩელსი), კილიან მბაპე და ნეიმარი ( ორივე - პსჟ).