ავტორიზაცია

The Best 2021: ფიფას ვერსიით, წლის საუკეთესო გოლკიპერად მენდი დასახელდა

The Best 2021: ფიფას ვერსიით, წლის საუკეთესო გოლკიპერად მენდი დასახელდა
თარიღი 17 იან 2022, 23:00

ფიფას ვერსიით, 2021 წლის საუკეთესო გოლკიპერის ჯილდო "ჩელსის" გოლკიპერს, ედუარ მენდის ერგო.

სენეგალელმა ჯანლუიჯი დონარუმასა ("პსჟ") და მანუელ ნოიერს ("ბაიერნი") აჯობა, რომლებიც ტოპ სამეულში მოხვდნენ.

მოგეხსენებათ, 29 წლის მეკარემ გასულ წელს ლონდონურ გრანდთან ერთად ჩემპიონთა ლიგა და მოიგო.

მენდი "ჩელსის" რიგებში 2020 წლის სექტემბერში ფრანგული "რენიდან" გადავიდა, მისი ტრანსფერი "არისტოკრატებს" 24 მილიონი ევრო დაუჯდათ.