The Best 2021: ფიფამ წლის მწვრთნელიც გამოავლინა — ჯილდო ტომას ტუხელმა დაისაკუთრა
ფიფას ვერსიით, 2021 წლის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო "ჩელსის" დამრიგებელს, ტომას ტუხელს ერგო.
მოგეხსენებათ, გერმანელმა სპეციალისტმა გასულ წელს "არისტოკრატებთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა და ევროპის სუპერთასი მოიგო.
პრეტენდენტთა სამეულში რობერტო მანჩინი (იტალიის ნაკრები) და ხოსეპ გვარდიოლაც ("მანჩესტერ სიტი") მოხვდნენ.
ცნობისთვის, ტუხელი ლონდონურ კლუბს სათავეში 2021 წლის იანვრიდან უდგას.