ავტორიზაცია

The Best 2021: ულამაზესი რაბონა არსენალის კარში — წლის საუკეთესო გოლის ჯილდო ლამელამ მოიგო

The Best 2021: ულამაზესი რაბონა არსენალის კარში — წლის საუკეთესო გოლის ჯილდო ლამელამ მოიგო
თარიღი 17 Jan 2022, 23:15

"ტოტენჰემის" ყოფილმა, ამჟამად კი "სევილიას" შემტევმა ნახევარმცველმა, ერიკ ლამელამ წლის ულამაზესი გოლისთვის პუშკაშის ჯილდო დაისაკუთრა.

FIFA The Best-ის დაჯილდოების ცერემონიის ფარგლებში, საუკეთესოდ "ტოტენჰემსა" და "არსენალს" (1:2) შორის გამართულ შეხვედრაში არგენტინელის ბრწყინვალე რაბონა დასახელდა.

აღსანიშნავია, რომ კანდიდატთა სამეულში აგრეთვე მოხვდნენ:

ჩეხეთის ნაკრების ფორვარდი, პატრიკ შიკი (ევრო 2020-ზე შოტლანდიის კარში შორეული მანძილიდან გატანილი გოლი) და "პორტუს" თავდამსხმელი, მეჰდი ტარემი (ჩემპიონთა ლიგაზე მაკრატელა "ჩელსის" წინააღმდეგ).

ლამელას ბრწყინვალე რაბონა