ავტორიზაცია

"სიგიჟე წელი ჰქონდა", - ლევანდოვსკიმ წლის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაზე თავისი არჩევანი განმარტა

"სიგიჟე წელი ჰქონდა", - ლევანდოვსკიმ წლის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაზე თავისი არჩევანი განმარტა
თარიღი 18 იან 2022, 23:23

„ბაეირნის“ თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ განმარტა, თუ რატომ გაიყვანა The BEST-ის ჯილდოს პირველ ადგილზე იტალიისა და „ჩელსის“ ნახევარმცველი ჟორჟინიო.

შეგახსენებთ, რომ ხსენებული ჯილდო თავად ლევანდოვსკის ერგო - გამარჯვებულს ყოველწლიურად ეროვნული ნაკრებების კაპიტნები და მთავარი მწვრთნელები ირჩევენ და ლევანდოვსკის ხმის მიცემის პატივი როგორც პოლონეთის ნაკრების კაპიტანს ერგო.

„ბაიერნის“ ლიდერმა პირველ ადგილზე ჟორჟინიო დააყენა, მეორეზე - ლეო მესი, მესამეზე კი კრიშტიანუ რონალდუ.

„მე ყოველთვის შემტევ ფეხბურთელებს ვაკვირდები, მაგრამ ის, რაც ჟორჟინიომ მოიგო - ძალიან ბევრს ნიშნავს. ყოველთვის ნეიტრალური უნდა დარჩე.

გარდა ამისა, მან მნიშვნელოვანი გოლებიც გაიტანა, მიუხედავად იმისა რომ „ექვსიანის“ პოზიციაზე თამაშობს. ეს მისთვის როგორც „ჩელსიში“, ისე იტალიის ნაკრებში „სიგიჟე“ წელი იყო.“ - აღნიშნა ლევანდოვსკიმ

2021 წელს ჟორჟინიომ საკლუბო დონეზე ჩემპიონთა ლიგა მოიგო, სანაკრებოზე კი - იტალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა.