ავტორიზაცია

"ჭიკაძე სავარჯიშო ტომარა გახდება", - UFC-ის ჩემპიონმა გიგას სუსტ მხარეზე ისაუბრა

"ჭიკაძე სავარჯიშო ტომარა გახდება", - UFC-ის ჩემპიონმა გიგას სუსტ მხარეზე ისაუბრა
თარიღი 19 იან 2022, 13:31

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ალექსანდერ ვოლკანოვსკიმ გიგა ჭიკაძის შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა. ავსტრალიელმა ქართველი გააკრიტიკა.

"ჭიკაძესთან მისაუბრია და ის ცუდი ბიჭი ნამდვილად არ არის. მახსოვს, მითხრა, რომ ჩემთან ბრძოლას მოუთმენლად ელოდა, მე კი ვუპასუხე, რომ გაეგრძელებინა, რასაც აკეთებდა და სატიტულო ბრძოლას მიიღებდა.

არ ვიცი, კატართან ჩხუბამდე ასეთი განცხადებები რატომ გააკეთა, მაგრამ მე და კიდევ ბევრი გულშემატკივარი ვამბობდით, რომ სჯობდა მოეგო, თორემ გიგას სიტყვების გამო ყველაფერი ძალიან ცუდად გამოჩნდებოდა.

ასეც მოხდა და ახლა იდიოტივით გამოიყურება. ჩემი აზრით, კელვინთან ბრძოლამ მას თვალები აუხილა. მაღალი დონის მოწინააღმდეგესთან მხოლოდ ფეხით განხორციელებული დარტყმების იმედად ვერ იქნები.

ამ ჩხუბმა გვაჩვენა, რომ თუ ქართველი მებრძოლის წინააღმდეგ Giga Kick-ს გაანეიტრალებ, იგი სავარჯიშო ტომარა გახდება. სატიტულო ბრძოლის კანდიდატებთან ჩხუბი აუცილებელია, რათა ჩემპიონთან ბრძოლამდე მიხვდე, რა დონეზე იმყოფები.

"ნინძა" ოქტაგონზე ჩემ წინააღმდეგ რომ გასულიყო, ძალიან, ძალიან ცუდ შთაბეჭდილებას დატოვებდა", - განაცხადა "The Great"-მა ჭიკაძის შესახებ, რომელიც თავის ბოლო ბრძოლაში დამარცხდა.