ავტორიზაცია

ლევანდოვსკი: "შეგვიძლია თუ არა მე და ჰოლანდს ერთ გუნდში თამაში?"

ლევანდოვსკი: "შეგვიძლია თუ არა მე და ჰოლანდს ერთ გუნდში თამაში?"
თარიღი 19 იან 2022, 14:38

„ბაიერნის“ თავდამსხმელს, რობერტ ლევანდოვსკის ჰკითხეს, შეძლებენ თუ არა ის და ერლინგ ჰოლანდი ერთ გუნდში თამაშს.

„რაღაცის თქმა შემეძლება, თუ ერთი-ორი კვირა ერთად ვივარჯიშებთ. ერლინგი სხვა ტიპის ფეხბურთელია, მე არ მგავს.

თუმცა, ის ტოპ-დონის მოთამაშეა და ბედნიერი ვარ, რომ ბუნდესლიგაში თამაშობს და ამტკიცებს, რამდენად დიდებულია.“ - ციტირებს პოლონელ ბომბარდირს BILD.

მიმდინარე სეზონში ჰოლანდმა ბუნდესლიგის 13 მატჩში 15 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა, ჩემპიონთა ლიგაზე კი მას 3 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი.

ლევანდოვსკიმ კი ბუნდესლიგაში 19 მატჩი ჩაატარა და 23 გოლი და 1 ასისტი გაიფორმა, ჩემპიონთა ლიგაზე მას 6 მატჩში 9 გოლი და 2 საგოლე აქვს.