ავტორიზაცია

"რატომ არ აღნიშნა გოლი ზიეჩმა? ძალიან დაღლილები ვართ", - ტუხელი

"რატომ არ აღნიშნა გოლი ზიეჩმა? ძალიან დაღლილები ვართ", - ტუხელი
თარიღი 19 იან 2022, 16:24

„ჩელსის“ მწვრთნელმა, თომას ტუხელმა, „ბრაიტონთან“ მატჩის შესვენებაზე ჰაკიმ ზიეჩის და რომელუ ლუკაკუს ხმამაღალ საუბარზე ისაუბრა.

გარდა ამისა, მაროკოელმა შემტევმა გოლი არ აღნიშნა და გერმანელ მწვრთნელს ამის შესახებაც ჰკითხეს.

„ნორმალურია, რომ ისინი ლაპარაკობენ და ისიც ნორმალურია, თუ უკმაყოფილოები არიან. 

ნორმალურია, რომ ისინი ვერ იქნებიან კმაყოფილები, თუ ვამბობთ, რომ მისგან მეტს ველით. ეს სრულიად ჩვეულებრივი ამბავია. თუმცა, გოლის შემდგომი რეაქციითაც ჩანდა, რომ ძალიან დაღლილები ვართ.

გოლის შემდეგ შვება ვიგრძენით, არადა გულწრფელი სიხარული არ ყოფილა. ასეთ სიტუაციებშიც კი ენერგიის დაზოგვას ვცდილობთ. სწორედ ამას ვფიქრობ გუნდზე ამ მომენტისთვის.“ - ციტირებს ტუხელის სიტყვებს Daily Mail.