ლევანდოვსკიმ მესის 4 ქულით აჯობა — როგორ გადანაწილდა ხმები The Best-ის გამოკითხვაში?
ცნობილი გახდა იმ ქულების რაოდენობა, რომელიც პრეტენდენტებმა ფიფას ვერსიით 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს გამარჯვებულის გამოსავლენ გამოკითხვაში მიიღეს.
ასე და ამგვარად, The Best-ის პრიზის გამარჯვებულმა, რობერტ ლევანდოვსკიმ ("ბაიერნი") 48 ხმა დააგროვა, მეორეადგილოსანმა ლიონელ მესიმ ("პსჟ") 44, ხოლო მოჰამედ სალაჰმა ("ლივერპული") - 39.
სხვა ფეხბურთელების შედეგი შემდეგნაირად გამოიყურება:
4. კარიმ ბენზემა ("რეალი") - 30 ქულა
5-6. ნგოლო კანტე ("ჩელსი") - 24
5-6. ჟორჟინიო ("ჩელსი") - 24
7. კრიშტიანუ რონალდუ ("მანჩესტერ იუნაიტედი") - 23
8. კილიან მბაპე ("პსჟ") - 16
9. კევინ დე ბრუინი ("მანჩესტერ სიტი") - 11
10. ნეიმარი ("პსჟ") - 10
11. ერლინგ ჰოლანდი ("დორტმუნდი") - 7.
შეგახსენებთ, "ბაიერნის" 33 წლის პოლონელმა სუპერვარსკვლავმა აღნიშნული ჯილდო ზედიზედ მეორედ დაისაკუთრა.